IRI-ს კვლევა

ბოკერია IRI-ზე: ოპოზიციის მცდარი ნაბიჯების შემდეგ ნდობის კოლაფსი ყველაზეა გავრცელებული

გავრილოვის ღამის შემდეგ მმართველ რეჟიმს ამ ტიპის პრობლემა არ ჰქონია. თუ მათი საბაზო რეიტინგის ციფრებს ვნახავთ, ეს [IRI-ს კვლევა] არის ყველაზე უფრო დაბალ ბოლო 5 წლის განმავლობაში, გავრილოვის ღამის შემდეგ. ჰქონდათ კიდევ ერთი მომენტი, როდესაც ლარის კურსი ძალიან გავარდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია აქვს იმაზე, რასაც ამ რეჟიმის ხელში ხედავს. 

ამ ქვეყანაში უმრავლესობის, რეჟიმის შეცვლის მსურველთა პრობლემა არის ის, რომ მეორე მხარეს, "ჩვენს მხარეს", სადაც ბევრი სხვადასხვა ჯგუფია, 2019-ისგან განსხვავებით, ალტერნატივის პოლიტიკური მხარდაჭერა უფრო დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში უფრო მაღალია, ვიდრე მმართველი პარტიის, ეს არ არის საკმარისი ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად. 

40%, რომელიც ან უარს ამბობს პასუხზე, არ გადაუწყვეტია, ან ამბობს, რომ ყველას გადახაზავს, არის  საზოგადოება, რომლის დარწმუნებაც სჭირდებათ პოლიტიკურ ძალებსა და აქტიურ სამოქალაქო ჯგუფებს, რათა მოვიდნენ არჩევნებზე და არჩევანი გააკეთონ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც მათ ფასეულობებთან ახლოსაა. ეს არის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობა და აუცილებელი პირობა, რომ ამ ცვლილებებს მოჰყვეს ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმ ჭაობიდან ამოსასვლელად, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა შეიყვანა. 

ნაციონალური მოძრაობის გარდა, რომელიც მსხვილი პოლიტიკური პარტიაა, სამწუხაროდ, შინაარსის არმქონე, მაგრამ ბრენდია, სხვა ალტერნატივები ძლიერი არაა - ყველა სხვა პარტია 1%-დან 3%-მდე ფარგლებშია, უკვე კარგა ხანია. ამას ცდომილების ფარგლები ჰქვია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნდობის თვალსაზრისით კოლაფსი, რაც ბოიკოტის და მისი ჩავარდნის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის ბევრი მცდარი ნაბიჯის შემდეგ მოხდა, გავრცელებულია ყველაზე. ამის ამოქაჩვა მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელია. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პალიტრანიუსთან ინტერვიუში IRI-ს კვლევაზე საუბრისას. 

კომენტარები