აქონდროპლაზია

ბეგიაშვილი: რამ უნდა შემაშინოს? რომ მომიწიოს, მარტო ვიჯდები, სანამ წამალს არ მივიღებ

უკვე საუბარიც მიჭირს. როგორ შეიძლება, რვა დღის განმავლობაში უყუროთ ქუჩაში დაწოლილ დედას და არ გქონდეს ამაზე არანირი თანაგრძნობა? თუმცა, აცხადებს, რომ აქვს ბატონ პრემიერს თანაგრძნობა, მაგრამ არ აკეთებს არაფერ ქმედითს და პირიქით, აკეთებს ჩვენს შეურაცხმყოფელ კომენტარებს. Ჩვენ არ გვინდა არავისთან ომი, ჩვენ დედები ვართ, ჩვენ ვერაფერი ვერ გაგვაჩერებს. Ჩვენთვის არ არსებობს დაბრკოლება, მე ქალამანი მაქვს ჩაცმული. 

როდესაც 13 წლის წინ ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე, არ არსებობდა მედიკამენტი. Როცა ახლა ვუყურებ სხვა ქვეყნის დედებს, როგორ გახარებულნი არიან მათი შვილების უკეთესი მდგომარეობით, მე რამ უნდა შემაშინოს? არაფერი არ შემაჩერებს. მე გამაჩნია ორი რამ: საკუთარი სიცოცხლე და ჩემი შვილების მიმართ პასუხისმგებლობა. Ჩემი შვილების პასუხისმგებლობას თუ გავიტან და შევწირავ ჩემს სიცოცხლეს, არაფრად არ მიმაჩნია ჩემი სიცოცხლე. დედას გეფიცებით, მარტო დედას რომ მომიწიოს აქ ჯდომა, დავჯდები და ვიჯდები, სანამ მედიკამენტს არ მივიღებ.

ამბობს მთავარ არხთან ინტერვიუში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი, ქეთევან ბეგიაშვილი. მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მე-8 ღამე გაათენეს - მათი მოთხოვნა უცვლელია, პრემიერთან შეხვედრა და საქართველოში მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის, ვოზორიტიდის შემოტანა და დაფინანსება. 

კომენტარები