IRI-ის კვლევა

IRI: ყოველი მეოთხე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა პრორუსულია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის მიხედვით, ყოველი მეოთხე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა პრორუსულია, პროდასავლურად მხოლოდ 17% მიიჩნევს, მოსახლეობის ამავე პროცენტული მაჩვენებელი უარს ამბობს პასუხზე. 20% ფიქრობს, რომ უფრო პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური, ამის საპირისპირო პასუხს კი მოსახლეობის 21% სცემს. 

კითხვა: როგორია საქართველოს ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა?

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები