IRI-ის კვლევა

IRI: თბილისის მოსახლეობის 57% უკმაყოფილოა ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 57% უკმაყოფილოა ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით. 

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, მოსახლეობის 35% ამბობს, რომ სრულად არ მოსწონს, 22% ამბობს, რომ გარკვეულწილად არ მოსწონს, 25%-ს გარკვეულწილად მოსწონს, ხოლო 14%-ს სრულად მოსწონს. 4%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე. 

ამავდროულად, თბილისის მოსახლეობის 47% უკმაყოფილოა ქალაქის მერის მუშაობით, 44% კმაყოფილია, ხოლო 8%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე. 

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები