IRI-ის კვლევა

IRI: საქართველოში ყოველ მესამეს არ სჯერა, რომ ცესკოს სანდო არჩევნების ჩატარება შეუძლია

ცესკო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს სჯერა დარწმუნებით, რომ ცესკოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია, 33% კი ნაწილობრივ დარწმუნებულია. ამავე კითხვაზე 33% პასუხობს, რომ "საერთოდ არ არის დარწმუნებული", ხოლო 17% "მცირედ დარწმუნებული".

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები