IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობა უმუშევრობას, მაღალ ფასებსა და სიღარიბეს უმნიშვნელოვანეს პრობლემებად მიიჩნევს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის მიხედვით, უმუშევრობას ქვეყნის უპირველეს პრობლემებად 36% მიიჩნევს, მაღალ ფასებს 19%, სიღარიბეს კი 6%.

სოფლისა და დასახლებისთვის უმნიშვნელოვანესი პირველი ორი პრობლემა იგივეა, თუმცა ასე გამოწვევაა - ინფრასტრუქტურა (13%), წყალი (9%).

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები