IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 30% ფიქრობს, რომ შერჩეული გზა სწორია, 7% კითხვას არ პასუხობს. 

2013 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე იმ ადამიანთა პროცენტული წილი, ვინც მიიჩნევს რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება 19-დან 62%-მდე გაიზარდა. 

კითხვა: ზოგადად, იტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის თუ არასწორი მიმართულებით?

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები