სერგეი ლავროვი

ლავროვი: როგორც ცივი ომის წლებში, კვლავ მივუახლოვდით საშიშ და შესაძლოა უფრო საშიშ ზღვარს

სერგეი ლავროვი

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ სამყარო შესაძლოა უფრო საშიშ ზღვარზეა, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. 

ლავროვი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა, რადგან რუსეთმა აპრილში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ერთი თვით გადაიბარა.

"როგორც ცივი ომის წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და, შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს. სიტუაცია უარესდება მილტილატერალიზმისადმი რწმენის დაკარგვით. დასავლური უმცირესობისთვის არავის მიუცია უფლება, რომ მთელი კაცობრიობის სახელით ესაუბრა". - თქვა ლავროვმა. 

შეხვედრაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში შეჭრა გააკრიტიკა, რომელმაც, მისივე თქმით, უკრაინაში მასობრივი ტანჯვა და განადგურება მოიტანა და ამწვავებს COVID-19-ით გამოწვეულ გლობალურ ეკონომიკურ რყევებს.

უშიშროების საბჭოს წევრებმა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმეს. 

"ჩვენი დღევანდელი თვალთმაქცი თავმჯდომარე, რუსეთი მეზობელ უკრაინაში შეიჭრა და გაეროს წესდებას დაარტყა. უკანონო, არაპროვოცირებული და არასაჭირო ომი პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ყველაზე წმინდა პრინციპს, რომ რომ აგრესიის ომი და ტერიტორიების დაპყრობა არასდროს იქნება მისაღები". - თქვა გაეროში აშშ-ს ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.

ამასთანავე, თომას-გრინფილდმა რუსეთი ამერიკელების უკანონო დაკავების გამო საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა და Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩისა და ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უელანის გათავისუფლება მოითხოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უილანის და, ელიზაბეთი დღეს უშიშროების საბჭოში იმყოფებოდა.

კომენტარები