ერთადერთი რეაგირება, რაც დააკლდა იმ პროცესს, იყო ის, რომ 2015-ში მურუსიძის გამო ჩვენ წავსულიყავით კოალიციიდან, სხვა არაფერი არ დაგვიკლია ამ პროცესისთვის. მე ბევრჯერ მითქვამს, პირველად არ ვამბობ ამას, რომ იმ მომენტში, იმ პროცესში მურუსიძემ გვაჯობა ჩვენ, მის გარშემო უფრო მაღალი ხარისხის კონცენტრაცია მოხდა პარტია ქართული ოცნების, ვიდრე ჩვენ გარშემო, ჩვენი პოზიციების გარშემო. ჩვენ პარლამენტში ათი ხმა გვქონდა და იმ ათ ხმას საით მივცემდით, არავითარი მნიშვნელობა ამას არ ჰქონდა, თუ არა ეხება საქმე ისეთ კანონებს, რომელიც კონსტიტუციურ უმრავლესობას მოითხოვს.
2015-დან დაიწყო ფესვების გადგმა უფრო სიღრმისეულად, მაგრამ სანამ ჩვენ იქ ვიყავით, მურუსიძე ვერაფერს ვერ ბედავდა. მურუსიძე იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, მას ადგილი ჰქონდა მიჩენილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი დიდი შემობრუნებით თუ მეორედ მოსვლით, რაც გინდათ ის დავარქვათ, სრულიად ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მეორედ მოსვლა იმას ემსახურებოდა, რომ კი ბატონო, ერთი ორი წელი არაფერს არ წყვეტდა, მაგრამ ხვალ და ზეგ ის ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი. ჩვენ ამას ვებრძოდით, ვებრძოდით საჯაროდ.