რუსული კანონი

ფრიდი სანქციებზე: იზრდებოდა შეშფოთება, რომ ოცნება ავტორიტარული მიმართულებით მიდიოდა

არ მინდა ამ [სანქციების] საქმის კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, მაგრამ...ზოგადად, საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე შეშფოთება იზრდებოდა. საქართველოს მეგობრები შეშფოთებულნი არიან მთავრობის მიერ არჩეული მიმართულებით. არ გჭირდებათ ჩემი შეხსენება იმის შესახებ, რომ იყო გამოყენებული ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ; ხდებოდა ინდივიდების შევიწროვება; ბოლო კანონი, რომელიც უკან გაიწვიეს - ე.წ. "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონი, რომელიც რუსულ კანონებს იმეორებდა.

ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობა მიემართებოდა ავტორიტარული მიმართულებით. ეს შეშფოთება გარკვეული ხნის განმავლობაში იზრდებოდა.

თქვენ გყავთ მეგობრების ერთგული ჯგუფი, ვინც საქართველოს სულ მხარს უჭერდა და მისთვის საუკეთესო რამ სურს. მათი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიის შესახებ იზრდებოდა. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობისთვის იყო კიდეც კონფიდენციალურად მიცემული გარკვეული გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ მათ შეემცირებინათ ტემპი ან შეეცვალათ კურსი იმ მიმართულებით, რომლისკენაც მიდიან. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამას ახლა მაინც მიიღებს სერიოზულად.

თქვა ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა ამერიკის ხმასთან  აშშ-ს მიერ მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ. 

კომენტარები