რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიამ უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაგზავნა

გერმანიამ უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაგზავნა. გერმანიის მთავრობის ცნობით, ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების ფარგლებში, ბერლინმა ოფიციალური კიევის მიმართულებით საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, 16 ერთეული Zetros-ის ტიპის სატვირთო მანქანა და 2 დამატებითი სასაზღვრო დაცვის მანქანა გააგზავნა. 

ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ეფექტურ თავდაცვის სისტემად მიიჩნევა.

გერმანია და აშშ უკრაინისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ არაერთი თხოვნის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში შეთანხმდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის განზრახვა ნიდერლანდებმაც გამოთქვა.

კომენტარები