ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში ოთხსართულიანი ავტოსადგომის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

19 აპრილს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, პეისის უნივერსიტეტთან და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან, ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების პერსონალს შენობიდან დაშავებულების გამოსაყვანად სპეცტექნიკის გამოყენება მოუწია.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა, კიჩანტ სეველმა თქვა, რომ "არ იყო სხვა არაფერი, გარდა სტრუქტურული კოლაფსისა". 

პოლიციის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საშიშროება ამ დრომდე არსებობს, შესაბამისად, სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

კომენტარები