ნიუ-იორკი

ნიუ-იორკის მეტროში მატარებლების შეჯახების შედეგად 26-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

AP

ნიუ-იორკის მეტროს მატარებელი მეორე მატარებელს დაეჯახა და რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 26-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევამ მანჰეტენზე პიკის საათებში შეფერხება გამოიწვია. 

პოლიციის ინფორმაციით, ღამის სამ საათზე მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იყო და მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურის უმოქმედო მატარებელი, სადაც ოთხი მუშა იმყოფებოდა, ერთმანეთს 96-ე ქუჩის სადგურთან შეეჯახნენ.

"საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაზიანებულა. ცხადია, რომ ორი მატარებელი არ უნდა ეჯახებოდეს ერთმანეთს. ჩვენ ამ საკითხზე დეტალურად ვიმუშავებთ". - თქვა ნიუ-იორკის სატრანზიტო სამსახურის პრეზიდენტმა, რიჩარდ დეივმა.

კომენტარები