ნიუ-იორკი

ნიუ-იორკის მეტროში მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა ქალს, რომელიც ადგილზევე დაიღუპა

Dakota Santiago for The New York Times

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც, მათი თქმით, 22 დეკემბრის დილის საათებში ნიუ-იორკის მეტროში მძინარე მგზავრ ქალს ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თქმით, ქალი, რომლის იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, უმოძრაოდ იჯდა მატარებელში, როდესაც უცნობი მამაკაცი მას მიუახლოვდა და სანთებლის გამოყენებით ტანსაცმელზე ცეცხლი წაუკიდა.

პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ თავდასხმამდე მამაკაცსა და ქალს შორის ინტერაქცია არ ყოფილა და მათი წარმოდგენით, თავდამსხმელი და მსხვერპლი ერთმანეთს არ იცნობდნენ.

მამაკაცმა ვაგონი მაშინ დატოვა, როდესაც პოლიცია მგზავრის დასახმარებლად ადგილზე გამოცხადდა. ნიუ-იორკის პოლიციის კომისრის თქმით, "რაც მათ დაინახეს მატარებლის ვაგონში მდგარი პირი იყო, რომელიც სრულად იყო ცეცხლში გახვეული".

პოლიციელებმა ცეცხლმაქრების გამოყენებით ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ქალი ადგილზევე დაღუპულად გამოცხადდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი მოგვიანებით დააკავა, როდესაც იგი მეტროთი მგზავრობდა.

ყოველ სამუშაო დღეს ნიუ-იორკის მეტროში დაახლოებით 4 მილიონამდე მგზავრობა სრულდება, სადაც ძალადობრივი დანაშაული შედარებით იშვიათად ხდება. ნოემბრის მონაცემებით, 2024 წელს მეტროში 9 ჰომიციდის შემთხვევა იყო, ხოლო 2023 წლის იმავე დროის პერიოდში 5 ასეთი შემთხვევა მოხდა.

კომენტარები