სანქცირებული მოსამართლეები

საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ვერ შედგა – ოცნების დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს

საქართველოს პარლამენტი / Facebook

საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ვერ შედგა, ვინაიდან ოცნების დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. რეგისტრაცია პარლამენტის მხოლოდ 51-მა წევრმა გაიარა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა.

სხდომაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ განზრახ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაცია არ გაევლოთ.

"ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ" – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრა სხვა საკითხებთან ერთად, ხვალ, 19 აპრილს გაიმართება.

ოპოზიციის წარმომადგენლები დასანქცირებული მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები უნდა გამოიძიოს.

კომენტარები