რუსული კანონი

პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

ლიბერალი

გამოცემა პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებებოდა.

"მის [ზურა ვარდიაშვილის] მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ "ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა". - წერს პუბლიკა.

ზურა ვარდიაშვილი ბრალდებას არ იზიარებს.

2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის გაპროტესტების დროს დაიჭირეს ტაბულას ჟურნალისტიც, ბექა ჯიქურაშვილი. ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 19 აპრილს გაიმართება.

კომენტარები