მიხეილ სააკაშვილი იმ მახინჯი მიდგომის პროდუქტია, როდესაც რაღაც მოცემულობას დირექტიულად მოგაწვდიან და შენ თვალდახუჭული უნდა მიჰყვე და პროტესტიც კი არ გამოაცხადო. ის მთელი თავისი მმართველობის დროს, ასე ცდილობდა, თვალდახუჭული აგვეტანა ყველა ის უფლებების დარღვევა და დემოკრატიის ნგრევა, რასაც აკეთებდა. ვინც კი ამ ყველაფერს გააპროტესტებდა, რეპრესიები გარანტირებული ჰქონდა. თუ ვინმე საქართველოს ბოლო ასწლეულის ისტორიას იცნობს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს ედრება. ისევე, როგორც მახინჯი იყო საბჭოთა მმართველობა და მათი ყველა სისტემა, რაც მოიგონეს, ფიქცია იყო, ასევე, მახინჯი და ფიქცია იყო სააკაშვილის ვითომ დემოკრატია და მისთვის ადამიანის უფლებები.
tbl.ge/6cbi
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




