უკრაინა-ევროკავშირი

უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა

უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული კომპანია Укрэнерго ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დღეიდან განახლდა. ამავდროულად, ექსპორტი გრძელდება პოლონეთსა და მოლდოვაში.

მოლდოვასა და პოლონეთში ელექტროენერგიის ექსპორტი უკრაინამ 11 და 12 აპრილს განაახლა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების განახლების შეთანხმებას ხელი 7 აპრილს მოაწერა.

კომენტარები