სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა მარტოსულ ახალგაზრდებს რესოციალიზაციისთვის თვეში $500-ს გადაუხდის

სტუდენტები სეულის უნივერსიტეტში 2 მარტი, 2023 წელი

გენდერული თანასწორობისა და ოჯახის სამინისტრომ ამ კვირაში განაცხადა, რომ უწყება თვეში დაახლოებით 500 აშშ დოლარის ექვივალენტ კორეულ ვონს იზოლირებულს - სოციალურ განმარტოებულებს გადასცემს, რათა მხარი დაუჭიროს მათ "ფსიქოლოგიურ და ემოციურ სტაბილურობასა და ჯანსაღ ზრდას".

ყოველთვიური შემწეობა ხელმისაწვდომი იქნება 9-დან 24 წლამდე მარტოხელა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ შინამეურნეობაში და აქვთ საშუალოზე დაბალი შემოსავალი, რაც სამხრეთ კორეაში 4-კაციანი ოჯახისთვის $4 165-მდეა განსაზღვრული. ახალგაზრდებს პროგრამაში განაცხადის შეტანა ადგილობრივ ადმინისტრაციულ ჯანდაცვის ცენტრში შეუძლიათ; მიმართა ახალგაზრდის სახელით, ასევე შეუძლია, მარტოსულის მეურვეებს, მრჩევლებს ან მასწავლებლებს.

19-დან 39 წლამდე ახალგაზრდა კორეელების 3.1% მარტოსულია. მარტოსულ ადამიანს, სამინისტრო განმარტავს, როგორც "შეზღუდულ სივრცეში მცხოვრები ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ნორმალური ცხოვრება".

სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ეს დაახლოებით 338 000 ადამიანს შეადგენს, 40% კი იზოლაციას მოზარდობის ასაკში იწყებს. მიიჩნევა, რომ მარტოსულობაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ფინანსური გაჭირვება, ფსიქიკური დაავადება, ოჯახური სირთულეები ან ჯანმრთელობის პრობლემები.

იაპონიაც ებრძვის მსავს პრობლემა: ქვეყანაში თითქმის 1,5 მილიონი მარტოხელა ახალგაზრდაა, რომლებიც ცნობილია როგორც hikikomori. მთავრობის ბოლო გამოკითხვის თანახმად. ზოგი გარეთ მხოლოდ სურსათის საყიდლად ან შემთხვევითი აქტივობებისთვის გამოდის, ზოგი კი საძინებლებსაც კი არ ტოვებს.

პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით, მარტოსულობა და მასთან თანმდევი პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა. 

კომენტარები