აშშ-ს დემოკრატიული პარტია

აშშ-ში დემოკრატები თანაპარტიელ უხუცეს სენატორს გადადგომისკენ მოუწოდებენ

J Scott Applewhite/AP

აშშ-ს სენატის ყველაზე ხანდაზმულ წევრს, 89 წლის დაიანა ფაინშტაინს მნიშვნელოვანი კომიტეტის დროებით დატოვების შემდეგ, ორი კოლეგა გადადგომისკენ მოუწოდებს.

კალიფორნიელი სენატორის თქმით, მისი დაბრუნება ვაშინგტონში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიდო. გასულ თვეს ფაინშტაინმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

იურიდიულ კომიტეტში დემოკრატები 11-10 უპირატესობას ფლობენ. სენატორის არყოფნამ გაართულა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მცდელობა, სენატში დაამტკიცოს მისი წარდგენილი ფედერალური სასამართლოს მოსამართლეები.

ორმა თანაპარტიელმა, დემოკრატმა - რო ხანამ და დინ ფილიპსმა აღნიშნეს, რომ ფაინშტაინი სენატორობისთვის შესაფერისი აღარაა.

"მიუხედავად იმისა, რომ მან მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურს მიუძღვნა, აშკარაა, რომ ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას". - თქვა კალიფორნიის წარმომადგენელმა, რო ხანამ. 

ფაინშტაინის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორი სენატში დაბრუნებას მარტის ბოლოსთვის გეგმავდა. თუმცა სამედიცინო გართულებების გამო ის კვლავ საკუთარი სახლიდან განაგრძობს მუშაობას - მანამ სანამ მისი სამედიცინო ჯგუფი, ვაშინგტონში დაბრუნების რეკომენდაციას არ მისცემს.

ჯერ კიდეც თებერვალში ფაინშტაინი ამბობდა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის განმეორებით კენჭისყრას არ გეგმავს.

იგი სან ფრანცისკოს პირველი ქალი მერია და, ამასთანავე, სენატის დაზვერვის კომიტეტის პირველი ქალი ხელმძღვანელი.

კომენტარები