მარნეული

მარნეულში მანქანა გადაბრუნდა – დაკავებულია მძღოლი და 2 მგზავრი

მარნეულში მანქანა ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 3მძღოლი და 2 მგზავრი. 

გვიან ღამით მარნეულში პოლიციამ მძღოლს მანქანის გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა ის სამართალდამცავებს არ დაემორჩილა. პოლიციის ადევნების შემდეგ მანქანა ხიდზე ამობრუნდა. მომხდარს დაპირისპირება მოჰყვა - დაზიანებულია პოლიციის მანქანა, მედიის ინფორმაციით, მას ადგილობრივებმა ქვები ესროლეს.  

განახლება - მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელებზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

დაკავებულები არიან - 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.- მ მიმდინარე წლის 12 აპრილს, მარნეული - სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა. გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა. 

ა.ბ.- მ და ავტომობილში მასთან ერთად მყოფმა პირებმა გ.ო.-მ და ე.კ.-მ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი. ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები