დონალდ ტრამპი

ტრამპი ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს კონტრაქტის დარღვევისთვის უჩივის და $500 მლნ-ს სთხოვს

Jonathan Ernst | Reuters

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადვოკატს, მაიკლ კოენს კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და $500 მლნ-ს სთხოვს.

კოენის წინააღმდეგ სარჩელი ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში 12 აპრილს შეიტანეს. მას საჯარო გამოსვლებით, წიგნების გამოცემითა და პოდკასტებით ტრამპის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. სარჩელში ნათქვამია, რომ კოენმა კლიენტთან დადებული კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია.

ტრამპის ადვოკატთა გუნდის ცნობით, მას დახმარებისთვის იურიდიული ჩარევის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

"ატონი ტრამპი კიდევ ერთხელ ცდილობს მაიკლ კოენის შევიწროებისა და დაშინებისთვის სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებას. ბატონი კოენი ამით არ შეშინდება. ის დარწმუნებულია, რომ სარჩელი ფაქტებიდან გამომდინარე და კანონის ძალით არ დაკმაყოფილდება". - აღნიშნა მაიკლ კოენის ადვოკატმა, ლენი დეივისმა.

კომენტარები