ელენე ხოშტარია

ხოშტარია: დავიცავ, სადაც ის იქნება მსხვერპლი, პარტნიორობა არ გულისხმობს დაფინანსებას

როდესაც მე ვლაპარაკობ, რომ მაქვს პარტნიორობა [კეზერაშვილთან], ჯერ ერთი, მაქვს ურთიერთობა და ყველა არის ძალიან პატარა და ძალიან სასაცილო ადამიანი, ვინც მალავს ამ ურთიერთობას. არის ეს ურთიერთობა, ლაპარაკიც არის, მსჯელობაც და ა.შ. 

ეს ერთი. მეორე, ეს პარტნიორობა კატეგორიულად არ გულისხმობს პარტიულ დაფინანსებას და ამის ინტერპრეტაცია... ზოგადად, მე  რომ ვამბობ - ვპარტნიორობ და პარტნიორობა მქონია უკრაინის თემაზე, ფორმულას თემაზე და ზოგადად ყველა სიტუაციაში დავიცავ, სადაც ის იქნება მსხვერპლი და და მესამე, არავითარ შემთხვევაში ხელს არ შევუწყობ არავის ოლიგარქობას, პოლიტიკაში ჩარევებს და გარიგებებს, ვინც არ უნდა იყოს - კეზერაშვილი თუ სხვა და მათ შორის, არც კეზერაშვილს, თუ მას ეს სურვილები ექნება. 

ეს ურთიერთობა არის, არანაირი პარტიული დაფინანსება და არანაირი პოლიტიკური გარიგება არ არის. ამიტომ, თუ ჩვენ ჩვეულებრივად სიმართლეს არ ვიტყვით, მათ შორის იმ საკითხებზეც, რაც შეიძლება რაღაც მომენტში კომფორტული არ იყოს, შეუძლებელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ მიზანს.

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია TV პირველზე.

კომენტარები