WSJ-ის ჟურნალისტი

ბლინკენი WSJ-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ლავროვს ესაუბრა

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი სტოკჰოლმში 2 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ
Jonathan Nackstrand/AFP/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი The Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა.

როგორც რუსეთის საგარეო იუწყება, ლავროვმა საუბრისას გარკვევით ახსნა, რომ საქმის პოლიტიზება არ მოხდება და ჟურნალისტის ბედს სასამართლო გადაწყვეტს.

"საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუღებელია ვაშინგტონის მაღალჩინოსნებისა და დასავლური მედიის მხრიდან აჟიოტაჟი საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის დადების მიზნით". - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ФСБ-ის ცნობით, The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გერშკოვიჩს "ამერიკულმა მხარემ სამხედრო-თავდაცვის კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ" ინფორმაციის შეგროვება დაავალა. უწყება ამის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ ავრცელებს.

The Wall Street Journal- ი და თეთრი სახლი ბრალდებას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს.

კომენტარები