რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ბლინკენმა უკრაინის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ენტონი ბლინკენი და დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, იგი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ესაუბრა, რომელმაც პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

"ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა და კატეგორიულად უარყო უკრაინის გამარჯვებასა და ბრძოლის ველზე მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის ყოველგვარი მცდელობა. აშშ უკრაინის სანდო პარტნიორად რჩება". - წერს კულება Twitter-ზე. 

კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც მედიაში აშშ-ს დაზვერვის დოკუმენტებმა გაჟონა. CNN წერს, რომ ზოგიერთ დოკუმენტში აღწერილია უკრაინის მთავარი სისუსტეები შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში, ბატალიონების ზომებსა და რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის წინ ძალების მობილიზებაში. 

კომენტარები