2023 წელს გარდაცვლილები

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ალექსი გეწაძე გარდაიცვალა

Facebook

თეატრის მსახიობი ალექსი გეწაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელბს.

"გარდაიცვალა მსახიობი ალექსი გეწაძე. 1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საინტერესო იყო მის მიერ განსახიერებული როლები, რომელსაც  განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა იშვიათი ხმის ტემბრი, ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა მარჯანიშვილის თეატრს. თეატრი სამძიმარს უცხადებს მის ძმას, კოლეგებს და მეგობრებს". – წერია მარჯანიშვილის თეატრის Facebook პოსტში.

გეწაძე 1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში თამაშობს. შესრულებული აქვს როლები დადგმებში: ჯაყო - ხვალ იქნება ომი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ფრინველები, ლილეი, ჩემი ეიფელის კოშკი, სიყვარულის მზე, მარადისობის კანონი, ანა კარენინა.

შესრულებული აქვს მეფე ბაგრატის როლი სატელევიზიო ფილმში გააგრძელე საქართველოს ისტორია, ასევე მეორეხარისხოვანი როლი სერიალში ცხელი ძაღლი

კომენტარები