რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: უკრაინელებს კონტრიერიშისთვის 200-400 ათასი სამხედრო ჰყავთ მზად

ევგენი პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, უკრაინას კონტრიერიშისთვის 200-დან 400-მდე სამხედრო ჰყავს მზად. 

"მათ მზადყოფნაში ჰყავთ 200, ზოგი წყაროს მიხედვით 400 ათასამდე მოსამსახურე, ამის არასწორად შეფასება არ შეიძლება". – თქვა პრიგოჟინმა დამამტკიცებელი საბუთების გარეშე.

გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ უკრაინის კონტრშეტევის გეგმები გავრცელდა. 

New York Times-ის ინფორმაციით, დოკუმენტებში აღწერილი არაა სად, როდის და როგორ აპირებს უკრაინა კონტრშეტევის წარმართვას, თუმცა მათში ბევრი მინიშნებაა სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.

უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებას, ზამთარში საბრძოლო მოქმედებების შენელების შემდეგ, ახლო მომავალში ელიან.

კომენტარები