ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი წყალქვეშა ბირთვული დრონი გამოცადა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ფხენიანმა კიდევ ერთი ატომური შესაძლებლობის მქონე წყალქვეშა დრონი გამოცადა, რაც აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებად ფასდება.

ჩრდილოეთ კორეამ 4 აპრილიდან 7 აპრილამდე გამოცადა ატომური უპილოტო წყალქვეშა თავდასხმის იარაღი სახელწოდებით Haeil-2. მალევე, დაახლოებით ერთ კვირაში კი ახალი, Haeil-1 გამოცადა. ეს უკანასკნელი კი ითარგმნება, როგორ ცუნამი. 

ჩრდილოეთ კორეა რეგულარულად ცდის სხვადასხვა იარაღს, რაც აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ბოლო კვირებში კიდევ უფრო გაახშირა. 

ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ ახალი, უფრო მცირე ზომის ბირთვული ქობინი წარადგინა და გაუშვა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც, მათი მტკიცებით, შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ წერტილს დაარტყას.

კომენტარები