რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ამჟამად შეუძლებელია

ენტონი ბლინკენი 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შეუძლებელია.

"ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება იყოს მაცდური - და მე მესმის ეს. მაგრამ თუ ეს ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რეალურ რატიფიცირებას, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და მშვიდობის მომტანი." - ამბობს ბლინკენი.

ბლინკენი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტა ძალების აღდგენის მიზნით გამოიყენოს და გარკვეული დროის შემდეგ უკრაინას კვლავ შეუტიოს.

"რუსეთი უნდა მივიდეს იქამდე, რომ მზად იყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა." - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს სურს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებისკენ იყოს მომართული. ამის შესახებ ლავროვმა თურქეთში ვიზიტისას აღნიშნა

"ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთის ინტერესების საფუძველზე უნდა წარიმართოს. უნდა განიხილებოდეს პრინციპები, რომლებზეც სამყაროს ახლებური წესრიგი აიგება. მოსკოვს სურს, რომ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები ახალი წესრიგის დამყარებაზე იყოს მომართული". -  ფრანგული საინფორმაციო გამოშვება, Agence France-Presse სერგეი ლავროვს ციტირებს. 

"რუსეთის ფედერაციასთან რეალური მოლაპარაკებების საფუძველს წარმოადგენს რუსული შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული, 1991 წლის საზღვრებიდან. ყირიმის ჩათვლით. არ შეიძლება რაიმე ტერიტორიულ დათმობაზე, ან ჩვენს სუვერენულ უფლებებზე ვაჭრობაზე საუბარი". - წერს პოდოლიაკი.

კომენტარები