კრიმინალი

დაპირისპირება ჟვანიას ქუჩაზე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებისას უცნობი პირი საკუთარი ავტომობილით მეორე მანქანას გამიზნულად ეჯახება, ასევე, ჩანს იარაღი, რომლიდანაც ერთ-ერთი მოქალაქე, სავარაუდოდ, ისვრის.  

შსს-მ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ხულიგნობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები