ნიგერია

ნიგერიელმა შეიარაღებულმა პირებმა სოფელ უმოგიდში, სულ მცირე, 51 ადამიანი მოკლეს

ნიგერიაში, ბენუეს შტატის სოფელ უმოგიდში, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც შეიარაღებული პირები ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ და მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

თავდასხმის მოტივი გაურკვეველია, მაგრამ შეტაკებები ხშირია მომთაბარე მესაქონლეებსა და ფერმერებს შორის. 6 აპრილს მომხდარი თავდასხმის შემდეგ რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სოფლის ბაზარში დაიწყეს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ადამიანები ბუჩქებში დამალვას ცდილობდნენ, თუმცა ისინი ადგილზე დახვრიტეს.

კომენტარები