ქართული ოცნება

ფრიდი: ნათელი წერტილი ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად ხალხის ჟინი და ძალაა

დენიელ ფრიდი

Foreign Affairs-ში ამერიკელი პოლიტოლოგისა და ფილოსოფოსის, ფრენსის ფუკუიამასა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის თანაავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით - "რუსეთი საქართველოში იმარჯვებს", ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი გამოეხმაურა. 

"სამწუხაროდ, საქართველოს სევდიან რეალობასთან დაკავშირებით ეს კრიტიკული ანალიზი ზუსტია. ნათელი წერტილი ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად ხალხის ჟინი და ძალაა. ისინი ქედს არ უხრიან და არ ეგუებიან ავტორიტარიზმს". - წერს ფრიდი Twitter-ზე. 

სტატიაში ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ამ ტრაექტორიას ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს, რომელიც მოქმედი მმართველი ძალის, "პრორუსული, პოპულისტური პარტიის" დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარეა. მათივე თქმით, ივანიშვილი, რომელიც ქვეყანას მარიონეტების ხელით მართავს, შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით საფრთხე მის პოლიტიკურ ძალაუფლებას შეექმნება.

გარდა ამისა, ფუკუიამამ და ევგენიძემ დასავლელ მოკავშირეებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ, ხოლო მთავრობის წევრებისა და ისეთი ქართული კომპანიების, რომლებიც რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილებაში ეხმარებიან, დასანქცირებისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები