სასამართლო კლანის დასანქცირება

დეგნანი კობახიძეზე: არ ვიცი, რაზე საუბრობს, მაგრამ მე დასამალი არაფერი მაქვს

არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე დასამალი არაფერი მაქვს. ლაპარაკობს რაღაც საუბრების ჩანაწერებზე. ყველა ქართველი შეშფოთებული იქნება, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ [...] არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, საქართველოსთვის არასოდეს გვითქვამს, რომ მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, რომელშიც საქართველო იმყოფება. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

[მთავარის თარგმანი] ასე პასუხობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

"ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს". - თქვა კობახიძემ აშშ-ზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სასამართლო კლანი დაასანქცირა.

კომენტარები