მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ქართველი ხალხის ღვაწლის აღიარებისთვის. ქართველ ხალხს ევროკავშირთან და NATO-სთან უფრო მჭიდრო კავშირები სურს. ძალიან მნიშვნელოვანია, განვაცალკევოთ ქართველი ხალხი, მათ რა სურთ და რა სურს საქართველოს ხელისუფლებასა და მის ხელმძღვანელობას და რას აკეთებენ. მათ საქართველო არასწორი გზით მიჰყავთ. არ მინდა, დავინახო, რომ ან ევროკავშირმა, ან აშშ-მა ქართველი ხალხი დასაჯოს. ეს სანქციები არ არის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზს ვუსვამ, რომ სანქციები კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგაა გამოყენებული, რომლებსაც ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ პრობლემებზე, რაც თქვენი ქვეყნის წინაშე სერიოზულად დგას. მე ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ ოცნებაში სხვა ოფიციალური პირები ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც აშშ-მა ამ მიმართულებით გადადგა. შესაძლოა, ამას დამატებითი სანქციები მოჰყვეს.
სასამართლო კლანის დასანქცირება
კრამერი ოცნებას: ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ სანქციები მათ არ შეეხებათ
tbl.ge/6c2c
დაკოპირდა
[ფორმულას თარგმანი] თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ფორმულასთან ინტერვიუში აშშ-ს მიერ სასამართლო კლანის დასანქცირებაზე.
აშშ-საქართველოდევიდ კრამერისაქართველოს მთავრობაქართული ოცნებასასამართლო კლანის დასანქცირებასასამართლო კლანის სანქცირება
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი სანქციებზე: იმედი გვაქვს, ან განმარტება გაკეთდება, ან გადაწყვეტილება გადაიხედება
- გვრიტიშვილი: პრემიერის ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ ამ შეტევის პირობებში, სასამართლო მარტო არაა
- ღარიბაშვილი: ჩვენი სასამართლოთი და ყველა მოსამართლით ვამაყობ
- ღარიბაშვილი: ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ
- უზენაესის მოსამართლე: იმედია, მეც დამასანქცირებთ!