იმ დღეს, როცა ქართული ოცნება ქვეყნის მმართველი გახდა, სასამართლოც თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა [...] რეფორმების 4 ტალღის შედეგი არის ის, რომ დღეს ჩვენი სასამართლო მთელ ევროკავშირში ერთ-ერთი სამაგალითოა. ამას ადასტურებს რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევებიც. ჩვენი სასამართლოს მიმართ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ნდობა ძალიან გაზრდილია. საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალი. რეალურად, ჩვენი მოქალაქეები სამართალს საქართველოში პოულობენ [...] მინდა, ვთქვა, რომ მე ჩვენი სასამართლოთი და ყველა მოსამართლით ვამაყობ. ისინი ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომლებიც საქართველოს ემსახურებიან [...] მინდა, ქალბატონ ნინო ქადაგიძესა და ყველა მოსამართლეს თავიანთი საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო.
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ნინო ქადაგიძესთან, საბჭოს წევრებთან და მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ.