NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: მხარს დავუჭერთ რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფ პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს

ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეეძლება ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება.

ამიტომაც, ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას საშუალება, შეაკავოს და თავი დაიცვას მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის სამხედრო ძალებისა და მისი უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მუშაობას დავიწყებთ უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამაზე. ეს არის ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა იქნება ხანგრძლივი, რათა გაიზარდოს NATO-სთან უკრაინის თავსებადობა და მისი NATO-ს სტანდარტებთან მისადაგება.

ეს დაეხმარება უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რადგანაც უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. NATO-ს მოკავშირეები მზად არიან მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რათა იქცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ევროპაში და მიაღწიოს სამართლიან, მტკიცე მშვიდობას.

ამავდროულად ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას.

ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი

კომენტარები