რუსეთი

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

მედიას ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განუცხადა.

"ზნამენკას 19-ში, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ინტენსიური წვა შეინიშნება მესამე სართულის ფანჯრიდან". – ამბობენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში. 

ხანძარს სირთულის ხუთი დონიდან მეორე აქვს მინიჭებული. როგორც უწყებაში ამბობენ, სართულზე, სადაც ცეცხლია, არის სქელი კვამლი და მაღალი ტემპერატურა.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრებიც, რომლებშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობიდან გამომავალი კვამლი ჩანს.

წყარო: ტელეგრამ-არხი 112

 

კომენტარები