აშშ-რუსეთი

რიაბკოვი: აშშ-სთან ცხელი კონფლიქტის ფაზაში ვართ

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, მოსკოვი ახლა აშშ-სთან "ცხელი კონფლიქტის ფაზაში" იმყოფება. 

"ახლა ჩვენ აშშ-სთან ცხელი კონფლიქტის ფაზაში ვართ. ვაკვირდებით ამ ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, სხვადასხვა მიმართულებებით. ამ ომის ზოგიერთი ფორმა უბრალოდ უპრეცედენტოა - ისინი (ჰიბრიდული ომის ფორმები) უბრალოდ არ არსებობდნენ და ვერ იარსებებდნენ ცივი ომის პერიოდში". – თქვა რიაბკოვმა. 

რიაბკოვი აშშ-ს დაუფიქრებელ და ესკალაციურ მოქმედებებში ადანაშაულებს.

"ჩვენი ამერიკელი მოწინააღდეგეები დაუფიქრებლად, პროვოკაციულად, მრავალმხრივ აბსოლუტურად გაუაზრებლად მოქმედებენ, საქმე უფრო შორს, ესკალაციისკენ მიჰყავთ, რადგან ისინი დაბრმავებული არიან თავის აბსურდულ და არაფერზე დაფუძნებული რწმენით, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება შეუძლიათ. ეს ეჭვქვეშ აყენებს მათი ადეკვატურობის კოგნიტურ პოტენციალს. ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლთან თამაშია". – დაამატა რიაბკოვმა. 

როგორც რიაბკოვი თვლის, აშშ-სთვის ფატალური შეცდომა იქნება არასწორად შეაფასოს რუსეთის გადაწყვეტილება "ყველა საშუალების გამოყენების" შესახებ, საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

კომენტარები