NATO

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა

პეკკა ჰაავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა

ცერემონია NATO-ს შტაბბინაში ჩატარდა.

ჰაავისტომ აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მომენტია. მისი თქმით, პროცესის პარალელურად, თურქეთი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აძლევს ფინეთის NATO-ში შესვლის რატიფიცირების გადაწყვეტილებას.

ხელმოწერის შემდეგ, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეუძლია ფინეთი ორგანიზაციაში ოფიციალურად მოიწვიოს.

31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. რატიფიკაციის პროცესი მას შემდეგ ჩატარდა, რაც გასულ კვირაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ჰელსინკის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებაში მხარს დაუჭერდნენ.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები