საქართველოს პარლამენტი

ღუდუშაური ოპოზიციას: რამე ხომ არ გეშლებათ?! პარტიულ ტელევიზიებში რომ დადიხართ და კნავით

ბატონო შალვა კერესელიძე, აბა შემომხედეთ და მითხარით, ვისზე ლაპარაკობთ, ვინ არის თაღლითი ან რუსეთუმე?! აი, ვისზე ლაპარაკობთ, ჩემზე საუბრობთ? რომელიმე ჩემს კოლეგაზე? დაასახელეთ აბა კონკრეტულად ვისზე საუბრობთ. ძალიან გთხოვთ, რომ გამოდიხართ და ასეთ რამეს საუბრობთ, ვიტყოდი, კადრულობთ, უნდა გეყოთ სითამამე და ცოტა მარილი მოაყაროთ, შემომხედე და მითხარი, ვინ არის თაღლითი ან რუსეთუმე, ხომ იცით, რომ ასეთ რაღაცებს აქ არავინ გაგიტარებთ?!

ჩვენ აქამდე ვხედავდით პოლიტიკურ სვავებს, ახლა რაღაც ერთგვარი სუნი იგრძნეს რევოლუციური და აჟიტირებულები დარბიან ეს პოლიტიკური მართლაც ტურები. რამე ხომ არ გეშლებათ აბა თქვენ, შემომხედეთ აქეთ. თქვენს პარტიულ ტელევიზიებში რომ დადიხართ და კნავით.

თქვა საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა

კომენტარები