რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთმა უკრაინას MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია გადასცა

MiG 29-ის ტიპის პოლონური ავიაგამანადგურებლები
Euronews

პოლონეთმა უკრაინას MiG-29-ის ტიპის რამდენიმე ავიაგამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ  საგარეო საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მრჩეველმა, მარჩინ ფშიდაჩმა კერძო რადიო RMF-სთან ისაუბრა

"უკრაინა უდავოდ მოიძიებს მეტ მხარდაჭერას. რამდენიმე MiG-ი უკვე გაგზავნილია". – აღნიშნა ფშიდაჩმა. 

ფშიდაჩს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ავიაგამანადგურებელი მიიღო უკრაინამ, თუმცა, მისივე თქმით, თვითმფრინავების პირველი პარტიების გადაცემასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია. 5 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში ვიზიტის დროს საუბარი იქნება შემდგომი თვითმფრინავების ტრანსფერის შესახებ.

16 მარტს პოლონეთმა პირობა დადო, რომ უკრაინაში 4 MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გაგზავნის. პრეზიდენტ ანდჟეი დუდას თქმით, თვითმფრინავები, რომლებიც გერმანიის ყოფილ დემოკრატიულ რესპუბლიკას ერგო, უკრაინელებს უახლოეს დღეებში გადაეცემათ.  

გარდა პოლონეთისა, 23 მარტს სლოვაკეთმა უკრაინას МиГ-29-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა

სამინისტროს ცნობით, ავიაგამანადგურებლების ტრანსპორტირებაში უკრაინელ მფრინავებს სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალები დაეხმარნენ.

კომენტარები