აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

თალაკვაძე 7-8 მარტის აქციებზე: ოპოზიცია ახალგაზრდებს ამოეფარა

ოპოზიციამ, რომელიც ჩართული იყო ამ პროტესტებში და ცდილობდა, რომ ორგანიზატორად წარმოეჩინა თავი ამ პროცესების, დადგა ახალგაზრდების უკან, წინ ამოიფარა ახალი თაობა, მოუწოდეს მათ, ფაქტობრივად, წააქეზა ისინი ესკალაციისკენ, რაც შემდეგ უკვე მოხდა, დაინახა მთელმა საზოგადოებამ. იყო ძალადობა, იყო თავდასხმები, პირდაპირ გეტყვით, თანამოქალაქეებზე, პოლიციელებზე ამ შემთხვევაში.

ეს, რა თქმა უნდა, არის კანონის რეგულირების სფერო, როგორც კი პროცესებმა მიაღწია ესკალაციას რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გაიქცნენ, ისინი გაუჩინარდნენ და ახალგაზრდები შეატოვეს იმ პროცესს, რომელიც უკვე ქუჩაში იყო გვიან საათებში. ამიტომ, მათ პირველ რიგში უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დღეს ასე სამარცხვინო ფორმით არ უნდა ცდილობდნენ, რომ ამ ერთ კონკრეტულ ახალგაზრდას [გრიგორიადისს]  და სხვებს, ვინც მონაწილეობდნენ სავარაუდოდ ამ ძალადობის აქტებში, ამოეფარონ.

ეს არის მცდელობა, რომ ისინი გაექცნენ საკუთარ პასუხისმგებლობას, ახალგაზრდების საკითხზე საუბრით და ახალგაზრდების რამენაირად ისე წარმოჩენით, რომ თითქოს სახელმწიფო ჩაგრავს ან ებრძვის რომელიმე ახალგაზრდას. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა და ეს სიცრუე ემსახურება მხოლოდ ერთს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ რამენაირად თავი დააღწიოს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვთ აქციების მშვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებიდან გასვლასთან დაკავშირებით.

თქვა პარტია ქართული ოცნების წევრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას

კომენტარები