ვლადლენ ტატარსკის აფეთქება

ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1997 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი დააკავეს

NEXTA 

რუსული მედიის ინფორმაციით, ომის კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს, მათივე ცნობით ის სანქტ პეტერბურგის მკვიდრია.

როგორც მედია წერს, საგამოძებო უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ კაფეში ტატარსკის ბიუსტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, სწორედ ტრეპოვამ მიიტანა. ეჭვმიტანილი ახლა დაკითხვაზეა გადაყვანილი.


2 აპრილს, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა

რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურის ცნობით, კაფე სტრიტ-ფუდ ბარი №1-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია ვლადლენ ტატარსკი და დაშავებულია 15 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებას მოჰყვა. რუსული სპეცსამსახურების ცნობით, აფეთქების სიმძლავრე 200 გრამ ტროტილს უტოლდებოდა

კომენტარები