სასტუმრო ამბასადროს კაზინოს განცხადებით, სიცრუეა, რომ ხანძრის გაჩენის გამო დაკავებული პირი სამორინეს სტუმრობდა.
"გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ. მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან". – ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, 31 მარტს სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენისთვის1995 წელს დაბადებული ა.ლ. 1 აპრილს დააკავეს დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.