ხანძარი ამბასადორში

შსს: თბილისში, სასტუმრო ამბასადორში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სასტუმრო ამბასადორი ხანძრის შემდეგ
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასტუმრო ამბასადორში ხანძარი ლიკვიდირებულია.

"ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი, მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ უკვე - ლიკვიდაცია. იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს". - ავრცელებს უწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებას. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

სასტუმრო ამბასადორის ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 18:10 საათზე შენობის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა.

კომენტარები