ხანძარი ამბასადორში

სასტუმრო ამბასადორი: საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სასტუმრო ამბასადორი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შენობაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.

სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება.

მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია". - წერია განცხადებაში.

შსს: სასტუმრო ამბასადორში ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

კომენტარები