რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: დონბასში რუსეთის ზამთრის შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ზამთრის შეტევისას დონბასში დაკავებული ტერიტორიების გაფართოების მიზნით რუსეთის სამხედრო სარდლობის გეგმები წარუმატებელი აღმოჩნდა. 

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის 11 იანვარს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე" პასუხისმგებლობა პირადად აიღო. ანალიტიკოსებით თქმით, გერასიმოვის სამხედრო ოპერაციები ძირითადად დონბასის მთელ რეგიონზე კონტროლის გაფართოების მცდელობებით ხასიათდებოდა. 

"ოთხმოცი დღის შემდეგ, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ეს პროექტი ჩავარდა. დონბასის ფრონტის გასწვრივ რამდენიმე ღერძზე, რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მხოლოდ მცირე წარმატებებს ათიათასობით მსხვერპლის ფასად. შედეგად, რუსეთი დიდწილად კარგავს შემოდგომის "ნაწილობრივი მობილიზაციის" შედეგად მიღებულ დროებით უპირატესობას". - წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

კომენტარები