რუსეთი-სომხეთი

რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალავს

რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალავს. 

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, როსელხოზნადზორმა პირველად 28 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები "ირანული წარმოების რძესა და სხვა ნედლეულს იყენებენ, რაც რუსეთში აკრძალულია". 

31 მარტს როსელხოზნაძორმა განაცხადა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციასთან "არადამაკმაყოფილებელი შედეგი" გამოიღო, ამიტომ სომხეთის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს სთხოვა, 5 აპრილიდან რუსეთში ექსპორტირებული ყველა რძის პროდუქტის უსაფრთხოების სავალდებულო სერტიფიკაცია შეაჩეროს. 

სომხეთის მთავრობას ამ ნაბიჯის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები