ელისაშვილი ზურაბიშვილს: ძალიან მძიმედ გაკრიტიკებდით – ბოდიშს გიხდით, არ მესირცხვილება

მე არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ძალიან მწვავედ, მძიმედ გაკრიტიკებდით. და რატომ - პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენდით და ერთ-ერთი ხართ იმ განთქვეფილ და გამქრელ ემიგრაციიდან, რომ გადარჩით ქართველად და დაგვიბრუნდით, ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ. მაგრამ რას გერჩოდით - მეშინოდა, რომ თქვენ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას. ევროპისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. 

მეშინოდა, რომ რაღაც ზიგზაგებით ივლიდით, მაგრმა მე ახლა ეს სიტყვები უკან მიმაქვს. მე თქვენ პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც გითხარით, სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა ღიადაც ვიტყვი ბოდიშს. მე არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როცა მიმაჩნია, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი. 

ბოდიშს გიხდით იმის გამო და სიტყვები მიმაქვს იმის გამო, რაც აქ მოვისმინე დღეს და რასაც ვისმენ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში თქვენგან, საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს. 

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილიმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. 

კომენტარები