ქართული ოცნება

მდინარაძე: ჩვენი გეგმაა ევროპული ოჯახის წევრობა ღირსებით და 2 ფეხზე დგომით

რომელს სჯერა, ვინც მოგვისმენს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევრორეკომენდაციები კი არა, კანდიდატის სტატუსი. მათი გეგმაა, ლაპარაკობენ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს გამოიყენონ საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.

მათი გულწრფელობა წარმოუდგენელია, რადგანაც მათი გეგმაა კანდიდატის სტატუსი არმიღება და ვერმიღწევა, ჩვენი გეგმაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ღირსებით, ორ ფეხზე დგომით, რეკომენდაციების შესრულებით და ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ. თუ ისევ პოლიტიკური და უსამართლო გადაწყვეტილება იქნება საქართველოს მიმართ, ამასაც დაინახავს ქართული საზოგადოება და ვისი წვლილი იქნება ამაში, ამასაც კარგად ნახავს. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას. 

კომენტარები